ზოგადად დიდად მოყვარული არ ვარ ,,სოკო კეცის” ,მაგრამ არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ჩემი უმარტივესი მომზადების მეთოდი

ინგრედიენტები:

400   გრამი ქამა სოკო

50   გრამი კარაქი

150   გრამი სულგუნი

გემოვნებით მარილი

კარგად გარეცხეთ და გაარჩიეთ სოკო დატოვეთ მხოლოდ ქუდები.

2

ქუდები ერთ ფენად ჩააწყვეთ მუცლით ზემოთ კეცზე და მოაყარეთ მარილი თქვენი გემოვნებით თითოეულ ქუდში ჩადეთ კუბებად დაჭრილი კარაქი და სულგუნი.

3

კეცი შედგით ღუმელში 250 გრადუსზე 10-15 წუთით სანამ სულგუნი კარგად არ მოიბრაწება.

4

გემრიელად მიირთვით.

Leave a Reply

Create your own website, free on WordPress.com.Create your own website.
Start free